Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცხადდება კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიისთვის კანდიდატის შერჩევის შესახებ

გამოცხადდა კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში)  და ჟიული შარტავას სახელობის (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) სტიპენდიის მისაღებად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე  განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
 

  1. პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  2.  პირადობის მოწმობის ასლი;
  3. სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  4. სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  5. სიგელები;
  6. სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
  7. ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;
     

საბუთები მიიღება  2023 წლის 11 ივლისიდან 2023 წლის 22 ივლისამდე თსუ–ს მეექვსე კორპუსის 207–ე ოთახში.

ბრძანების სრული ტექსტი  იხ. ბმულზე და დადგენილება იხ. ბმულზე